პირველი ვარჯიში „მალიორკასთან“ მატჩამდე
გუშინ, სამეფო კლუბის ფეხბურთელებმა „მალიორკასთან“ მატჩისთვის დაიწყეს ვარჯიში.
განვლილი სესია „ვალენსიასთან“ სასტარტო შემადგენლობაში მოასპარეზე ფეხბურთელებმა სატრენაჟორო დარბაზში დაიწყეს, ხოლო შემდეგ კი, დანარჩენ თანაგუნდელებს შეუერთდნენ მინდორზე.
ლუკას ვასკესი და ფერლან მენდი ინდივიდუალური პროგრამით გაისარჯნენ.
რაც შეეხება კროოსს, ბენზემასა და მილიტაოს, რომლებმაც „ღამურებთან“ დაპირისპირების დროს სხვადასხვა დაზიანება მიიღეს, „ვალდებებასზე“ არ გამოჩენილან. მათი მონაწილეობა მომდევნო პაექრობაში კითხვის ნიშნის ქვეშ დგას.
აღსანიშნავია, რომ სრული დატვირთვით იმუშავა დავიდ ალაბამ.
- 4 თებერვალი 2023
- 222
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.