ვინი „ვალენსიასთან“ - რა იყო უცნაური?
ვინისიუს ჯუნიორი „სანტიაგო ბერნაბეუზე“ გამართული დაპირისპირების განსაკუთრებული ფიგურა იყო.
ბრაზილიელმა ფეხბურთელმა „რეალის“ მაისურით გამართული მე-200 შეხვედრა გოლით აღნიშნა. 70-ე წუთზე, მასთან უხეშობისათვის მოედნიდან გააძევეს პაულისტა. მსაჯის საფინალო სასტვენის შემდეგ კი, ლა ლიგამ სწორედ ის დაასახელა საუკეთესო მოთამაშედ.
„ვალენსიასთან“ განვლილი ჯახი არა მხოლოდ ამ კუთხით იყო სამხრეთ ამერიკელისათვის გამორჩეულია. ალბათ, გულშემატკივრების ნაწილი შეამჩნევდა სპორტსმენის ბუცებს, რომელიც პირველ ტაიმში შავი იყო, ხოლო მეორეში თეთრი (ყვითელი კონტურებით). ორივე შემთხვევაში ფეხსაცმელზე ვერ ამოიკითხავდით ბრენდს, რაც იმას ნიშნავს, რომ „ბლანკოსის“ შემტევისა და „ნაიკის“ მრავალწლიანი ურთიერთობა დასრულებულია. მას ამერიკულ კომპანიასთან 2028 წლამდე აკავშირებდა თანამშრომლობა, თუმცა უკმაყოფილების გამო, 22 წლის მოთამაშემ მათთან ურთიერთობის დასრულების გადაწყვეტილება მიიღო.
გავრცელებული ინფორმაციით, ვინი აქტიურ მოლაპარაკებებს აწარმოებს „პუმასთან.“
- 3 თებერვალი 2023
- 1 211
- 2
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.