ვინი 200 - რაულისა და კასილიასის გვერდით!

ვინისიუს ჯუნიორმა საიუბილეო მატჩში მოახერხა თავის გამოჩენა.

„ვალენსიასთან“ ჩატარებული პაექრობა, ბრაზილიელი ფეხბურთელისათვის მე-200 გამოდგა „რეალის“ მაისურით. ის „ბლანკოსის“ რიგებში მე-5 სეზონს ატარებს და აღნიშნული პერიოდის განმავლობაში უკვე მოასწრო 50 გოლის გატანა და 7 ტიტულის დაბევება (1 ჩემპიონთა ლიგა, 1 საკლუბო მუნდიალი, 1 ევროპის სუპერ თასი, 2 ლა ლიგა და 2 ესპანეთის სუპერ თასი).

მიმდინარე სეზონში ვინი შემადგენლობაში ყველაზე მეტ სათამაშო დროს მოითვლის. ამასთანავე, ის გუნდის საუკეთესო ბომბარდირია ბენზემასთან ერთად (ორივეს 13-13 გოლი).

22 წლის შემტევმა ჩემპიონთა ლიგის განვლილ ფინალში გამარჯვების გოლი გაიტანა. შთამბეჭდავი ასპარეზობის წყალობით, ფეხბურთელი ნომინირებულია FIFA The Best Award-ზე.

საგულისხმოა, რომ რაულისა და კასილიასის შემდეგ, ვინისიური „რეალის“ ისტორიაში მესამე ახალგაზრდა მოთამაშეა, რომელმაც ამ რაოდენობის შეხვედრას მოუყარა თავი.

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 მბაპე 23
2 მურიქი 16
3 ფერან ტორესი 12
4 ბუდიმირი 12

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2026 (47)
მარტი 2026 (295)
თებერვალი 2026 (309)
იანვარი 2026 (279)
დეკემბერი 2025 (221)
ნოემბერი 2025 (214)