ანჩელოტი: „მისი თამაში დიდ მოწონებას იმსახურებს“
„ვალენსიათან“ ნამატჩევს, კარლო ანჩელოტიმ ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა.
„კარგი შეხვედრა გამოდგა და გუნდის დინამიკაც მოსაწონია. პირველი ტაიმი შედარებით სუსტი გვქონდა, მაგრამ ეს ნორმალურია. 90 წუთის განმავლობაში ვაკონტროლებდით თამაშს, არა ერთი მომენტი შევქმენით და გავიტანეთ კიდეც... მილიტაოს დაზიანება უფრო სერიოზული ჩანს, ვიდრე კარიმის. ყველაფერს სამედიცინო შემოწმების შემდეგ გავიგებთ.“
„სებალიოსი შესანიშნავად ასპარეზობს და ამას ყველა ვხედავთ. კონტრაქტთან დაკავშირებით მოთამაშე და კლუბი აწარმოებენ მოლაპარაკებებს. ვფიქრობ, მოგეხსენებათ რა აზრი მაქვს აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით. საკითხი მარტივად დგას, თუ დანიელი მსგავსად გააგრძელებს თამაშს, ნიშანდობლივ ფიგურად ჩამოყალიბდება.“
„ვინისიუსი ფიზიკური კონდიციები შთამბეჭდავია. მეტოქეები მჭიდროდ ირჯებიან მის წინააღმდეგ და შესაბამისად, ბრაზილიელი უფრო მეტ ტანჯვას განიცდის. ის მოწინააღმდეგეს ღლის, ვინაიდან არასდროს ჩერდება. ყოველთვის შეტევას ცდილობს. მისი სათამაშო დონე საკმაოდ მაღალია და დიდ დახმარებას უწევს გუნდს. პაულისტას წითელი ბარათი გარკვეულ აშლილობას უკავშირდება, რაც ხდება ხოლმე ფეხბურთში.“
„კროოსმა ცვლილება მოითხოვა, მას განმზიდავი კუნთი გადაეტვირთა. ჩემი მოთამაშეები დიდებული პროფესიონალები არიან. როდესაც ვინმე გამყავს მოედნიდან ან არ, არ ნიშნავს, რომ მისი თამაში არადამაკმაყოფილებელია. როდრიგო განვლილ შეხვედრაში სათადარიგოზე დავტოვე. ჩემი სურვილი იყო, ბრაზილიელს მეორე ნახევარში გაეძლიერებინა შემადგენლობა და გარდატეხა შეეტანა მიმდინარეობაში. არ დაგავიწყდეთ, როდრიგომ სათადარიგო სკამიდან მოგვაგებინა ჩემპიონთა ლიგა.“
„კამავინგას ასპარეზობა, როგორც დაცვაში, ასევე შეტევაში მოწონებას იმსახურებს. ვფიქრობ, მომდევნო დაპირისპირებაში ალაბაც დაგვიბრუნდება. პარალელურად, ნაჩოსაც შეუძლია მარცხენა ფრთაზე მოქმედება. ვნახოთ, რა გადაწყვეტილებას მივიღებ. ჩვენ სათამაშო კომპონენტები გავაუმჯობესეთ და გაცილებით სოლიდურნი გავხდით.“
„მატჩის დროს პაულისტასა და ვინის გზები ხშირად არ გადაკვეთილა. ეს ეპიზოდი უფრო გუნდში არებული მდგომარეობის გამომხატველი იყო. ვალენსიელები კარგ დროს ნამდვილად არ განიცდიან. არ ვფიქრობ, რომ პაულისტა უხეში მოთამაშეა.“
- 3 თებერვალი 2023
- 1 308
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.