ნაჩო: „რთულია ამ კითხვაზე პასუხის გაცემა...“
ნაჩო ფერნანდესმა „ღამურებთან“ მატჩი მარჯვენა მცველის პოზიციაზე დაიწყო, ხოლო მილიტაოს ტრავმის შემდეგ კი, ცენტრალურ ზონაში გადაინაცვლა. „რეალის“ ერთგულმა ჯარისკაცმა ნამატჩევს კომენტარი გააკეთა.
„რა თქმა უნდა, ფეხბურთელისათვის ძალიან რთულია, როდესაც რიტმის ნაკლებობას განიცდის. საჭიროების დროს, ყოველთვის მზადყოფნაში ვარ და არა ერთ მნიშვნელოვან მატჩში მიმიღია მონაწილეობა. წლების მატებასთან ერთად, ჩემი თამაში უმჯობესდება. რა თქმა უნდა, ჩემი სურვილია რეგულარულად ვიასპარეზო ცენტრალური მცველის ამპლუაში, მაგრამ გუნდს ფრთაზე ვჭირდები. ჩემი დებიუტიც ფლანგზე შედგა და დიდი დრო მაქვს გატარებეული იქ.“
„კონტრაქტის გახანგრძლივება? ეს პერსონალური საკითხია. რა თქმა უნდა, თავს ბედნიერად ვგრძნობ სახლში, რომელსაც „რეალი“ ჰქვია. ჩემი ურთიერთობა კლუბთან ძალიან კარგია, თუმცა ამ ეტაპისათვის გადაწვეტილება არ მაქვს მიღებული. რთულია გაგცეთ პასუხი. უახლოესი პერიოდის განმავლობაში ყველაფერი ნათელი გახდება. ამ მომენტისათვის მოხარული ვარ სათამაშო წუღების მიღებით.“
„სეზონის სტარტზე იშვიათად მეძლეოდა თავის გამოჩენის საშუალება, ახლა კი, მიყოლებით რამდენიმე შეხვედრაში მივიღე მონაწილეობა. როგორც ყველა მოთამაშეს, მეც სიხარულის მანიჭებს მოედანზე გასვლა. მნიშვნელოვანია კარის მშრალად შენახვა და ლა ლიგის ტიტულისათვის ბრძოლის გაგრძელება.“
- 3 თებერვალი 2023
- 541
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.