კურტუა: „როგორც იქნა, ეს მოხდა...“
„ვალენსიასთან“ შეხვედრაში ტიბო კურტუა, ფაქტობრივად, უსაქმურად იყო, ვინაიდან მეტოქეს არცერთხელ დაურტყამს კარში. ბელგიელმა ფეხბურთელმა განვლილი პაექრობა შეაფასა.
„საჭიროა ვინის დაცვა. ის მეტად ნაყოფიერია მოედანზე და მცველებს ეს არ მოსწონთ. მას ხშირად ხვდება ფეხებში. როგორც იქნა, მსაჯს ეყო გამბედაობა და ბრაზილიელის წინააღმდეგ უხეშად მოთამაშე ფეხბურთელი წითელი ბარათით დასაჯა.“
„ზედიზედ მესამე შეხვედრაში მოვახერხეთ კარის მშრალად შენახვა, თუმცა სიმართლე გითხრათ, მირჩევნია გავუშვათ, მაგრამ მატჩი მოვიგოთ. „ვალენსიას“ ბევრი შანსი არ ჰქონია.“
„ჩემი აზრით, რუდიგერის გოლი გასაუქმებელი არ იყო. სტანდარტული სიტუაციების დროს, საჯარიმოში ყოველთვის იქმნება მსგავსი სიტუაცია. აღნიშნული ეპიზოდი შესვენებაზე ვნახე და მსაჯს არ ვეთანხმები. ბენზემა წესებს არ არჭვევდა.“
ინფორმაციისათვის, კურტუას უკვე 150 თამაში დაუგროვდა ლა ლიგაზე „ბლანკოსის“ მაისურით (აქედან 99 მოგება). ის „რეალის“ ღირსებას 2018 წლიდან იცავს და ამ პერიოდის განმავლობაში ორჯერ მოიგო თანაგუნდელებთან ერთად ესპანეთის ჩემპიონატი. ტიბო ასევე ორჯერ დაეუფლა ტურნირის საუკეთესო კარის დარაჯის წოდებას (ე.წ. ზამორას ტროფეი).
- 3 თებერვალი 2023
- 535
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.