მადრიდისტების თხოვნა სებალიოსს!
პრიმერა დივიზიონის მე-17 ტურის დაპირისპირება „ვალენსიასთან,“ დანიელ სებალიოსმა სასტარტო შემადგენლობაში დაიწყო.
ესპანელი ნახევარმცველი ერთ-ერთი საუკეთესო იყო მადრიდელთა შემადგენლობაში. ის საკმაოდ ეფექტურად და ნაყოფიერად მოქმედებდა მოედანზე და სწორედ ამიტომაც, შეუცვლელად იასპარეზა.
საგულისხმოა, რომ მსაჯის საფინალო სასტვენამდე რამდენიმე წუთით ადრე, „სანტიაგო ბერნაბეუზე“ შეკრებილი პუბლიკა ერთხმად მოუწოდებდა მოთამაშეს „რეალში“ კარიერის გაგრძელებისკენ. გულშემატკივრები 1 წუთის განმავლობაში გაჰყვიროდნენ შემდეგ ფრაზას - „სებალიოსს დარჩი, სებალიოსს დარჩი.“
როგორც იცით, დანის 30 ივნისს ეწურება დედაქალაქურ გრანდში ყოფნის ვადა.
- 3 თებერვალი 2023
- 971
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.