ანჩელოტი: „ამ ფეხბურთელს თავისუფლად შეუძლია მოდრიჩის შეცვლა“
კარლო ანჩელოტიმ „ვალენსიასთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა.
„ვფიქრობ, „რეალ სოსიედადის“ წინააღმდეგ სრულყოფილი შეხვედრა ჩავატარეთ. იგივეს ვიტყოდი „ატლეტიკოსა“ და „ვილიარეალთან“ თამაშების მეორე ტაიმებზეც. გუნდი თითოეულ ასპექტში აუმჯობესებს ასპარეზობას, რაც გარკვეულწილად ფიზიკური კონდიციების წესრიგში მოყვანის დამსახურებაა. ახლა მეტი ინტენსიურობით შეგვიძლია ბურთის გაგორება. თებერვალი მეტად ნიშანდობლივი თვეა და წინსვლა უნდა გავნაგრძოთ.“
„კამავინგა ექტრემალურ დროს მარცხენა ფრთაზე ირჯებოდა. აღნიშნული ამპლუის მორგება ნაჩოს და ალაბასაც შეუძლიათ. შესაბამისად, პრობლემა გადაჭრილია. ფრანგმა მოთამაშემ შესანიშნავად გაართვა თავი ახალ ფუნქციებს. ის დროებით მენდის შეცვლის.“
„ბოლო 3 თამაშის განმავლობაში მხოლოდ ერთი გოლი გავუშვით. ჩვენი დაცვა სოლიდურად გამოიყურება. უკანახაზელ ფეხბურთელებს სხვადასხვა პოზიციებზე ძალუძთ თამაში და შესაბამისად, დანაკლისი არ გვეტყობა.“
„სატურნირო ცხრილში ჩამორჩენა გაიზარდა და ცხადია, უკეთესად გვმართებს გამოსვლა. „ბარსელონა“ მიმდინარე სეზონში კარგად გამოიყურება. ჩვენ გვაქვს სათანადო თვითრწმენა, რომ ბოლომდე ვიბრძოლოთ ყველა ტურნირზე. შემადგენლობის სათამაშო დონე ეტაპობრივად მაღალ ნიშნულს მიაღწევს. იანვარი რთული გამოდგა, თუმცა მძიმე პერიოდი გადავლახეთ.“
„სეზონი ზაფხულში დავგეგმეთ, აქედან გამომდინარე, ზამთარში არავის დამატებას ვსაჭიროებდით. ეს ფანჯარა გაუთვალისწინებელი შემთხვევებისთვისაა.“
„მოდრიჩი და ბენზემა საუდის არაბეთში? მათ ჩემი რჩევა არ სჭირდებათ. ისინი „რეალის“ ლეგენდები არიან და აქ უნდა დარჩნენ.“
„კარვახალისა და ჩუამენის სარებილიტაციო პროცესი ცოტათი გაიწელა, მაგრამ ახლა სრულ მზადყოფნაში არიან. რაც შეეხება ალაბას, ავსტრიელი მომდევნო პაექრობისთვის დაგვიბრუნდება, ან მსოფლიოს სკალუბო მუნდიალისთვის.“
„სებალიოსი საფეხბურთო თვისებების ძალიან ჰგავს მოდრიჩს. სამომავლოდ, ესპანელს თავისუფლად შეუძლია ხორვატის ჩანაცვლება.“
„ფრან გარსია? ამ ეტაპისათვის მას „რაიო ვალეკანოში“ ასპარეზობა და კომპონენტების გაუმჯობესება მართებს.“
„მარიანოს, ოდრიოსოლას, აზარსა და ვალეხოს მწირი დრო ეძლევათ? ჩემი როლი კარგად ვიცი. აქ მატჩების მოსაგებად ვარ და არა მოთამაშეებისათვის სათამაშო წუთების დასარიგებლად. მე ვარ გუნდის მწვრთნელი და არა რომელი მისი წევრის პერსონალურად.“
„ჩვენთვის ნებისმიერი ტურნირი პრიორიტეტულია. ვცდილობთ წარმატების მოპოვებას ყველგან. რა თქმა უნდა, კალენდარი არანორმალურია. ძალიან მოგვწონს მოედანზე ხშირად გასვლა, თუმცა პრობლემას წარმოადგენს ფეხბურთელების გადაღლა.“
„გატუზო? როდესაც მწვრთნელი მიდის, დინამიკა იცვლება და ეს კარგი არ არის, ვინაიდან მთლიანი პასუხისმგებლობა მოთამაშეებზე ნაწილდება. ვფიქრობ, „ვალენსია“ მოტივირებული იქნება. თუ არ ჩავთვლით გვარდიოლას, მსოფლიოში არ არსებობს დამრიგებელი, რომელიც არ გაუთავისუფლებიათ, მაგრამ ადრე თუ გვიან, პეპიც გაიზიარებს ამ გამოცდილებას.“
„ვგონებ, 2 საყრდენი ნახევარმცველითაც შეგვიძლია თამაში.“
- 1 თებერვალი 2023
- 7 854
- 1
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.