კარვახალი:„რეალში“ თამაში იოლი არ არის, ეს სხვა პასუხისმგებლობაა“
დანიელ კარვახალმა GQ-სთან ინტერვიუში საკმაოდ საინტერესო საკითხები მიმოიხილა...
„მადრიდის „რეალში“ თამაში იოლი არ არის. ვფიქრობ, ამ კლუბის წევრობა დამატებითი პასუხისმგებლობაა. როდესაც „რეალს“ წარმოადგენ, თავისუფალ დროსაც ჩარჩოებსი გიწევს ყოფნა. ყველაფერს, რასაც აკეთებ დიდი გავლენა აქვს სხვებზე, შენზე ბევრს საუბრობენ და მუდმივად ყურადღების ცენტრში ხარ.“
„10 წელი სამეფო კლუბის რიგებში ნამდვილად საამაყოა, მე ამ გუნდის საოცარ წარმატებებში წვლილი შევიტანე, რაც ძალიან მახარებს და ბედნიერ ადამიანად მაგრძნობინებს თავს.“
„არსებობს რამდენიმე მომენტი, რომელიც ჩემს კარიერაში საკვანძო იყო. ვფიქრობ, „ლევერკუზენში“ წასვლით ძალიან დიდი პროგრესი ვაჩვენე და გერმანული გამოცდილება „მერენგების“ რიგებში დამეხმარა. არასდროს მავიწყდება „ლა დესიმა“, ასევე მანჩესტერ „სიტისთან“ საოცარი ქამბექი და კიდევ რამდენიმე დაპირისპირება, რომელმაც „ბლანკოსის“ ისტორია კიდევ უფრო მრავალფეროვანი გახადა.“
„ანჩელოტის უნიკალური თვისება აქვს, ის მოთამაშეებს ყოველგვარი ზეწოლისგან ათავისუფლებს, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. იტალიელმა იცის ყველა რანგის ფეხბურთელთან ურთიერთობა და სიტუაციის დარეგულირება.“
„პარალელები კარლოსა და ლუის ენრიკეს შორის? ვფიქრობ, ორივეს უყვარს ზეწოლა, შეტევა და პრესინგზე თამაში.“
- 1 თებერვალი 2023
- 464
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.