„რეალმა“ ასენსიოს ტრანსფერი დაბლოკა
ზამთრის სატრანსფერო ფანჯარაზე ევროპული გრანდი „ბლანკოსის“ შემტევის გადაბირებას ცდილობდა.
Relevo-ს ინფორმაციით, რამდენიმე დღის წინ, „პსჟ“-ს წარმომადგენლებმა კომუნიკაცია დაამყარეს „სანტიაგო ბერნაბეუსთან.“ მათი მიზანი იყო, 31 იანვრამდე მარკო ასენსიოს გაფორმება, თუმცა „რეალმა“ მყისვე დაბლოკა პარიზელების წინადადება.
მართალია, მალიორკელ მოთამაშეს 30 ივნისს ეწურება სამეფო კლუბში ყოფნის ვადა, თუმცა „თეთრების“ გეგმებში მისთვის ახალი კონტრაქტის შეთავაზება და შესაბამისად, თანამშრომლობის გაგრძელება შედის.
- 31 იანვარი 2023
- 1 495
- 3