ნაჩო:„„რეალმა“ საოცარი ფეხბურთი ითამაშა“
ნაჩო ფერნანდესმა „სოსიედადთან“ პაექრობის შემდეგ კომენტარი გააკეთა...
„მიუხედავად იმისა, რომ მატჩი ფრედ დასრულდა, გამოიკვეთა კონტურები, რომელიც ოპტიმიზმის საშუალებას იძლევა. მე ვფიქრობ, რომ „რეალმა“ ტაქტიკურად გამართული, კომბინაციური, სისწრაფეზე და სიმწვავეზე ორიენტირებული ფეხბურთი ითამაშა. გულშემატკივრებმა სიამოვნება მიიღეს, მაგრამ საბოლოო ანგარიში ძალიან არასასურველი იყო.“
„ის, რაც რემირომ გააკეთა, ნამდვილად დასაფასებელია. იმანიოლს მისი სახით საიმედო მეკარე ჰყავს.“
„როდესაც აშკარა შანსებს ქმნი და გოლის გატანას ვერ ახერხებ, გულდაწყვეტა დიდია, მაგრამ წინ უნდა ვიყუროთ.“
- 30 იანვარი 2023
- 599
- 4
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.