„რეალის“ 2 პრიორიტეტი ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე
AS-ი „რეალის“ ზაფხულის გეგმებთან დაკავშირებით ცნობებს ავრცელებს.
მადრიდელებმა მომავალი სატრანსფერო ფანჯრისათვის 2 პრიორიტეტი დაისახეს - ჯუდ ბელინგემისა და „ცხრიანის“ მიყვანა კლუბში.
„ბლანკოსი“ მზად არის ინგლისელ ფეხბურთელში 150 მლნ. (ბონუსების ჩათვლით) გადაუხადოს „ბორუსიას.“ მათი მთავარი კონკურენტი „ლივერპული“ იქნება, თუმცა ესპანელები არ აპირებენ აუქციონში ჩართვას. ისინი ფიქრობენ, რომ გადამწყვეტი ფაქტორი უნდა გამოდგეს თავად ფეხბურთელის პოზიცია. კულუარული ინფორმაციით, ახალგაზრდა ნახევარმცველს არ უნდა პრემიერ ლიგაში დაბრუნება.
აღნიშნულის პარალელურად, დორტმუნდელებიც ცდილობენ ბელინგემთან ახალი კონტრაქტის გაფორმებას, რათა შემდეგ უფრო სარფიანად გაყიდონ შეგირდი. „ყვითლები“ 3 წლიან კონტრაქტსა და ყოველწლიურად 15 მლნ. ევროს სთავაზობენ მას.
რაც შეეხება თავდამსხმელს, „თეთრები“ კარიმ ბენზემას დუბლიორს ეძებენ, რათა საჭიროების შემთხვევაში, ფრანგის ჩანაცვლება მოახერხონ. პერესს თვალი ერლინგ ჰოლანდზე უჭირავს, თუმცა მისთვის 2024 წლის ზაფხულამდე ბრძოლას აზრი არ აქვს.
- 29 იანვარი 2023
- 2 844
- 1
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.