„რეალმა“ „სოსიედადთან“ მატჩისთვის მზადება დაასრულა
სამეფო კლუბის ფეხბურთელებმა „სოსიედადთან“ მატჩისთვის მზადება დაასრულეს...
დღევანდელ სესიაზე სრულფასოვანი დატვირთვა მიიღეს ედენ აზარმა და დანიელ კარვახალმა.
რაც შეეხება ჩუამენის, დავიდ ალაბასა და ლუკას ვასკესს, მათ სატრენაჟორო დარბაზშიც ივარჯიშეს და მოედანზეც. ისინი ბოლომდე მზად ჯერ არ არიან.
სამწუხაროდ, ფერლან მენდი ტრავმირებულია და მხოლოდ აღდგენით პროცესს დასჯერდა.
გუნდმა დიდი ყურადღება დაუთმო ბურთის ფლობის კომპონენტს, ტაქტიკურ მონახაზებს და კარში დარტყმებს.
სესია მოკლე სივრცეში ფეხბურთის თამაშით დასრულდა.
შეგახსენებთ, „სოსიედადთან“ პაექრობა სტარტს ხვალ, 29 იანვარს, 23:55 საათზე აიღებს სტარტს.
- 28 იანვარი 2023
- 302
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.