ნეიმარი ვინისიუსის გადაბირებას ცდილობს
„რეალის“ ფეხბურთელი დილემის წინაშე დგას.
როგორც იცით, ვინისიუს ჯუნიორი მეტად უკმაყოფილიო „ნაიკთან“ თანამშრომლობით და მისი იურისტები პოპულარულ ბრენდთან კონტრაქტის გაწყვეტის საკითხის დეტალებს განიხილავენ. არ არის გამორიცხული, საქმე სასამართლომდეც მივიდეს, ვინაიდან ბრაზილიელს ამერიკულ კომპანიასთან 2028 წლის ჩათვლით აქვს ხელი მოწერილი შესაბამის კონტრაქტზე.
Relevo-ს ცნობით, შესაძლებელია, ახლო მომავალში ვინისიუსი PUMA-ს სახედ ვიხილოთ. აღნიშნულ პროცესში მეტად ჩართულია ნეიმარი, რომელიც გერმანელებთან უკვე დიდი ხანია თანამშრომლობს. „პსჟ“-ს ვარსკვლავი ცდილობს თანაგუნდელის დარწმუნებას, რომ არჩევანი მულტინაციონალურ კორპორაციაზე შეაჩეროს. თავის მხრივ, „პუმა“ მზაობას გამოთქვას, „რეალის“ შემტევს სარფიანი თანამშრომლობის პირობები შესთავაზოს და თავი უფრო დაფასებულად აგრძნობინოს, ვიდრე „ნაიკში.“
პარალელურად, მოვლენებს აქტიურად აკვირდება „ადიდასიც.“ კომპანიის წარმომადგენლები საჭირო დროს ჩაერთვებიან საქმეში.
- 28 იანვარი 2023
- 1 077
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.