„ატლეტიკო“ კვლავ მოთქვამს - „ეს არის სისტემა“
როგორც ჩანს, „ატლეტიკომ“ ძალიან მძიმედ გადაიტანა „კოპა დელ რეის“ მეოთხედფინალში „რეალთან“ განცდილი მარცხი. მთავარი მწვრთნელისა და ფეხბურთელების შემდეგ, ამჯერად, კლუბის გენერალური დირექტორი, მიგელ ანხელ ხილ მარინი, მკაცრად აკრიტიკებს მსაჯებს.
„დიდ პატივს ვცემ მსაჯებს და დარწმუნებული ვარ, მათი განზრახვა ყოველთვის საუკეთესოა, თუმცა პროცესებს გვერდიდან უყურებს, მიხვდება, რომ ათწლეულების განმავლობაში ერთი და იგივე ხდება. სამწუხაროდ, ეს ფაქტები უკვე არავისში იწვევ გაოცებას, ვინაიდნა სიახლე აღარ არის.“
„„რეალს“ ძლიერი გარემოცვა ჰყავს და ამ კლუბის ირგვლივ სხვადასხვა ინტერესი სუფევს. ისინი ყოველთვის ისეთ გარემოს ქმნიან, თითქოს ნორმალური იყოს სხვებზე ზეგავლენის მოხდენა. პასუხისმგებელმა პირებმა კი იციან, რა ელოდებათ, თუ „რეალის“ საწინააღმდეგო გადაწყვეტილებას მიიღებენ.“
„ეს არის სისტემა, რომლის პირისპირ მხოლოდ „ატლეტიკო“ ვერაფერს გახდება. ჩვენ შეძლებისდაგვარად კონკურენცია უნდა გავუწიოთ ერთმანეთს და გავაგრძელოთ მუშაობა, რათა ინდუსტრია ბევრად მძლავრი და სამართლიანი გახდეს ყველა გუნდისთვის. ობიექტური გადაწყვეტილების მიღების დროს, სტადიონი და მაისურის ფერი არ უნდა იყოს მნიშვნელოვანი.“
„განვლილ დაპირისპირებაში სებალიოსის მეორე ყვითელი ბარათი აუცილებლობას წარმოადგენდა და რეგლამენტთან შესაბამისობაში მოდიოდა.“
- 28 იანვარი 2023
- 764
- 1
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.