დანი სებალიოსის უარი
ესპანელ ნახევარმცველს 30 ივნისს ეწურება „ბლანკოსთან“ მოქმედი კონტრაქტი.
დაახლოებით 10 დღის წინ, დანიელ სებალიოსის სამეფო კლუბში დარჩენის საკითხი მეტად ბუნდოვანი იყო, თუმცა ახლა, სიტუაცია 180 გრადუსით შემოტრიალდა. „ვილიარეალთან“ და „ატლეტიკოსთან“ შესანიშნავი ასპარეზობის წყალობით, მოთამაშემ ყველა დაარწმუნა თავის შესაძლებლობებში.
გავრცელებული ინფორმაციით, სევილიელმა უკვე უარით გაისტუმრა საინტერესო შემოთავაზება პრემიერ ლიგიდან. მის გეგმებში მხოლოდ „რეალში“ დარჩენა და სასტარტო შემადგენლობისათვის ბრძოლა შედის: „მსოფლიოს საუკეთესო გუნდში ვიმყოფები და ჩემი სურვილია კარიერის მადრიდში გაგრძელება“ - დასძინა დანიმ რამდენიმე დღის წინ.
- 28 იანვარი 2023
- 974
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.