კამავინგას ახალი ზედმეტსახელი აქვს
ედუარდო კამავინგამ „ატლეტიკოს“ წინააღმდეგ შესანიშნავად იასპარეზა და დამსახურებულად მიიღო მატჩის საუკეთესო ფეხბურთელის წოდება
საგულისხმოა, რომ ფრანგმა ფეხბურთელმა მადრიდული დერბი საყრდენის ნახევარმცველის პოზიციაზე დაიწყო, ხოლო ფერლან მენდის დამტვრების შემდეგ კი, დაცვის მარცხენა ფრთაზე დაიკავა ადგილი.
მიუხედავად უჩვეულო ამპლუისა, ახალგაზრდა მოთამაშემ ბრწყინვალედ იასპარეზა. მან, ფაქტობრივად, მოწინააღმდეგეს საშუალება არ მისცა, თავისი სამოქმედო არეალიდან შეტევების წარმოებისა.
ნამატჩევს, როდესაც ედიმ სოციალურ ქსელში ფოტო გამოაქვეყნა, მოდრიჩმა და ლუკას ვასკესმა თანაგუნდელი ახალი ზედმეტსახელით მოიხსენიოს - „ბიქსენტ ლიზარაზუ.“
ლიზარაზაუ საფრანგეთის ეროვნული ნაკრების ლეგენდარული მარცხენა მცველი გახლდათ, რომელთა რიგებშიც მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონატის ოქროს მედლები დაიბევა.
- 27 იანვარი 2023
- 6 510
- 1
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.