პირველი ვარჯიში „რეალ სოსიედადთან“ მატჩამდე
კარლო ანჩელოტიმ სამეფო კლუბის ფეხბურთელები ბაზაზე შეკრიბა და „სოსიედადთან“ მატჩისთვის მზადება დაიწყო...
მადრიდულ დერბიში სასტარტო შემადგენლობაში მყოფი ფეხბურთელები აღდგენითი პროცესით დაკავდნენ, როგორც სატრენაჟორო დარბაზში, ასევე მწვანე მინდორზე, ხოლო დანარჩენმა ფეხბურთელებმა დავალებები სრულფასოვნად შეასრულეს.
ანჩელოტიმ დიდი ყურადღება დაუთმო ბურთის ფლობის კომპონენტს, მოკლე სივრცეში ზუსტ თამაშს, პრესინგს და სტანდარტულებს. სესიაზე რამდენიმე კასტილიელიც იყო გამოძახებული.
ლუკას ვასკესი, ფერლან მენდი და როდრიგო გოეში სატრენაჟორო დარბაზში ირჯებოდნენ, ხოლო დავიდ ალაბა, ჩუამენი და კარვახალი მწვანე მინდორზეც გაისარჯნენ.
- 27 იანვარი 2023
- 400
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.