სებალიოსმა შარშანდელი შედეგი უკვე გაიმეორა
დანი სებალიოსს შარშანდელ სეზონში მხოლოდ 18 მატჩში ჰქონდა მონაწილეობა მიღებული და მისი წუთობრივი მაჩვენებელი მხოლოდ 338-ს შეადგენდა...
აღსანიშნავია, რომ ესპანელმა ამ სეზონში 18 დაპირისპირება უკვე ითამაშა, რაც იმას ნიშნავს, რომ მიმდინარე სეზონში ბევრად მაღალი მაჩვენებლები ექნება.
დანის ანგარიშზე უკვე 602 წუთია. ბოლო დროს, იტალიელი სპეციალისტი შუახაზელს ხშირად ენდობა და ფეხბურთელიც გაცემულ ავანსებს ამართლებს.
აღსანიშნავია, რომ დანის საუკეთესო შედეგი 2018/19 წლების სეზონში 34 მატჩი და 1924 წუთი იყო, ამ სეზონში კი მოთამაშეს შედეგის გაუმჯობესების კარგი შანსი ეძლევა.
- 27 იანვარი 2023
- 954
- 3
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.