სებალიოსი:„საკმაოდ რთული მატჩი მოვიგეთ“
დანიელ სებალიოსმა „ატლეტიკოს“ დამარცხების შემდეგ ჟურნალისტებთან ისაუბრა...
„გოლი მალე გავუშვით, რასაც ტრავმები მოყვა, ეს ყველაფერი კი „რეალისთვის“ დიდ პრობლემებს ქმნიდა. ვფიქრობ, საკმაოდ რთული მატჩის მოგება მოვახერხეთ და კიდევ ერთხელ ვაჩვენეთ ჩვენი ხასიათი. სამეფო თასის ნახევარფინალურ ეტაპზე გასვლამ ყველა ფეხბურთელი ძალიან გაახარა, ამ ტურნირს უდიდეს მნიშვნელობას ვანიჭებთ და გვჯერა, რომ ფინალში გასვლა და გამარჯვება შეგვიძლია.“
„წითელი ბარათი? ვფიქრობ, „ატლეტიკოს“ ამ მხრივ პრეტენზია არ უნდა ჰქონდეს. მსაჯის სამუშაო ფენომენალურად შესრულდა და ნებისმიერი პრეტენზია უსაფუძვლოა.“
„მას შემდეგ, რაც „როხიბლანკო“ 10 ფეხბურთელით დარჩა, ჩვენი ამოცანა გაცილებით გამარტივდა, თანაც დიდი ფსიქოლოგიური მუხტი გვქონდა მიღებული და გულშემატკივრებიც გვამხნევებდნენ.“
„ძალიან ბედნიერი ვარ. ბოლო დროს სათამაშო დროს ხშირად ვიღებ და ვფიქრობ, რომ ჩემი მარგი ქმედეგის კოეფიციენტი საკმაოდ მაღალია.“
„„რეალში“ დარჩენა? ყველაფერი ჩემზე არ არის დამოკიდებული. ახლა ამაზე საუბრის დრო არ არის. დარწმუნებული ვარ, მოვა დრო, როდესაც დავსხდებით და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივას განვიხილავთ. ახლა ჩემი მიზანი გუნდის მაქსიმალურად დახმარებაა.“
- 27 იანვარი 2023
- 511
- 1
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.