როდრიგო: „მოედანზე გასვლამდე ანჩელოტიმ მითხრა, რომ..“
მადრიდულ დერბიში როდრიგო 69-ე წუთზე ჩაერთო საქმეში და ძალიან მალე, გარდატეხაც შეიტანა მატჩის მიმდინარეობაში. ბრაზილიელმა ფეხბურთელმა ინდივიდუალური ოსტატობის ხარჯზე შესანიშნავი გოლი გაიტანა იან ობლაკის კარში.
„„ატლეტიკო“ მსაჯობაზე საუბრობს? და რისი მიღწევა უნდათ ამით? რა თქმა უნდა, მე არ ჩავერევი მსგავს დისკუსიებში. მხოლოდ გუნდზე ვართ კონცენტრირებული.“
„დიდი სიამოვნება და პატივია ანჩელოტისთან მუშაობა. იტალიელი სიმშვიდესა და თავდაჯერებას გვაძლევს.“
„ცხადია, თამაში მინდა და ამისათვის დიდ ძალისხმევას ვიღებ ყოველდღიურად. ცენტრში ასპარეზობით უფრო მეტი სარგებლის მოტანა შემიძლია. მინდა, რომ ყოველთვის მზადყოფნაში ვიყო.“
„შესვენების დროს ანჩელოტის საუბრისთვის არ მომისმენია, ვინაიდან ვხურდებოდი. მოედანზე გასვლამდე კი, ხაზებს შორის გადაადგილების დავალება მომცა.“
„განვლილმა პაექრობამ წინა წლის წარმოდგენები გამახსენა „სანტიაგო ბერნაბეუზე.“ ბედნიერი ვარ გოლის გატანითა და ნახევარფინალში ასპარეზობის უფლების მოპოვებით.“
„მატჩამდე გარკვეული დაზიანება მაწუხებდა აქილევსის მყესზე და უმჯობესი იქნებოდა, თუ დიდ დროს არ დავყოფდი მწვანე მინდორზე. თავს კარგად ვგრძნობ.“
- 27 იანვარი 2023
- 2 173
- 3
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.