ანჩელოტი: „ეს ფაქტი დღემდე ამოუხსნელია ჩემთვისაც“
კარლო ანჩელოტიმ „კოპა დელ რეის“ ნახევარფინალური ეტაპის საგზურის მოპოვება შეაფასა.
„რა თქმა უნდა, ასეთი რთული კალენდრის გათვალისწინებით, სათადარიგო სკამის ჩართულობა მნიშვნელოვანია. აღნიშნული ფეხბურთელები დიდ დახმარებას გვიწევენ. მეტად რთული დაპირისპირება გამოდგა და ვფიქრობ, კარგად ვიასპარეზეთ. მეორე ტაიმში არსებული ენერგია მაქსიმალურად გამოვიყენეთ და შედეგიც სახეზეა. ინდივიდუალური წარმოდგენისა და გულშემატკივრების მხარდაჭერის წყალობით, შეხვედრა ესქტრა ტაიმებში გადავიყვანეთ.“
„ვინისიუსმა ნაყოფიერად ითამაშა. ის მოუთმენლად ელოდებოდა „ბერნაბეუზე“ გამოსვლას და მხოლოდ მატჩზე იყო ფოკუსირებული. ბრაზილიელმა დაიმსახურა ეს გოლი.“
„პირველი ნახევრის განმავლობაში უფერულად ვირჯებოდით, მეტოქე გვჯობინდა, თუმცა შესვენების შემდეგ მოდრიჩი წინ ავწიე და თამაშიც შეიცვალა. ჩემთვის ამოუხსნელად რჩება, ასეთი ცუდი საწყისი 45 წუთის ფონზე, როგორ შეიძლება ასე კარგად ითამაშო მეორე და ექსტრა ტაიმები.“
„როდრიგო კუნთის ტრავმის გამო არ შემიცვლია. მას მატჩამდეც აწუხებდა აქილევსის მყესთან დაკავშირებული პრობლემა. გოესმა ფანტასტიკური გოლი გაიტანა. დიდი ნიჭის დამსახურებით, რთულ მოქმედებებს საკმაოდ მარტივად აკეთებს. სამხრეთ ამერიკელი მნიშვნელოვანი მოთამაშეა ჩვენთვის და ეს იცის.“
„სებალიოსისა და სავიჩის ეპიზოდები? ორივე შემთხვევაში შორს ვიდექი და ვერაფერი დავინახე. „ატლეტიკომ“ კარგად იასპარეზა. კორეასა და გრიზმანის ტანდემი გაცილებით სახიფათო იყო. გასაგებია, რომ წაგებით განაწყენებულნი არიან.“
„მოდრიჩისა და კროოსის შემადგენლობის მიღმა დატოვება რთული გადაწყვეტილებაა, მაგრამ არც ასენსიოს, როდრიგოსა და სებალიოსის უთამაშებლობაა მარტივი.“
„ლუკა ახლოს არის კარიერის დასრულებასთან? (იცინის).“
„ბევრი შეხვედრის გამო, ფეხბურთელები ვერ ახერხებენ სრულფასოვნად აღდგენას. ამას ემატება ტრავმებიც. „კასტილიას“ დახმარება ხშირად დაგვჭირდება.“
- 27 იანვარი 2023
- 1 701
- 1
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.