დერბისთვის მზადება დასრულებულია
კარლო ანჩელოტის შეგირდები დღეს კიდევ ერთხელ შეიკრიბნენ საწვრთნელ ბაზაზე და ფინალური ვარჯიში გამართეს...
ვარჯიშზე ედენ აზარმა გუნდთან ერთად ვარჯიში შეძლო, ხოლო ორელიანი ჩუამენის ინდივიდუალურ პროგრამასთან ერთად კოლექტიური დავალებებიც ჰქონდა.
აღსანიშნავია, რომ დაბრუნდა დავიდ ალაბა, რომელიც სრულფასოვან დატვირთვას იღებს და „ატლეტიკოს“ წინააღმდეგ ასპარეზობა შეუძლია.
დანიელ კარვახალი მხოლოდ სატრენაჟორო დარბაზში ირჯება, ხოლო ლუკას ვასკესი ბურთთან ერთადაც იღებს დავალებებს.
სესიაზე გუნდი ორ ჯგუაფდ გაიყო და დავალებები გაინაწილა, მთავარმა მწვრთნელმა დიდი ყურადღება დაუთმო ტაქტიკურ მონახაზებს, ბურთის ფლობის კომპონენტს და კარში დარტყმებს.
შეგახსენებთ, „რეალისა“ და „როხიბლანკოს“ შერკინება ხვალ, 26 იანვარს, თბილისის დროით 23:55 საათზე გაიმართება.
- 25 იანვარი 2023
- 1 012
- 9