მადრიდის „რეალის“ ოფიციალური განცხადება!
მადრიდის „რეალის“ ოფიციალურმა ვებ-გვერდმა ოფიციალური განცხადება გაავრცელა...
გაზეთ Marca-ს პირველ გვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის გათვალისწინებით, სადაც ნათქვამია, რომ მადრიდის "რეალი" გულშემატკივრებს სტუმარი გუნდის მაისურებით ჩვენს სტადიონზე შესვლას უკრძალავს, მადრიდის "რეალს" სურს შემდეგი განაცხადოს:
ხაზგასმით შეიძლება ითქვას, რომ „ბლანკოსს“ სხვა გუნდის გულშემატკივრებისთვის არასდროს აუკრძალავს სხვა გუნდების მაისურების ჩაცმა და „რეალის“ თამაშებზე დასწრება, ასე იყო ყოველთვის და მომავალშიც არაფერი შეიცვლება.
- ასევე აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ „რეალის“ ხელმძღვანელობის მიერ, მადრიდული დერბის ფარგლებში გამოყოფილი ბილეთების რაოდენობა, რომელსაც „როხიბლანკოს“ ქომაგები აითვისებენ, აბსოლუტურად რელევანტურია იმ მაჩვენებლების, რამდენიც „რეალს“ „მეტროპოლიტანოზე“ ვიზიტის დროს აქვს. აღნიშნული ციფრები „რეალსა“ და „ატლეტიკოს“ შორის შეთანხმებულია და არანაირ დისონანსს არ იწვევს.
- რეალს სურს დააფიქსიროს, რომ სანტიაგო ბერნაბეუზე ბილეთების გაყიდვა და კვოტის გადაცემა ყოველთვის შეესაბამებოდა თითოეულ შეჯიბრში მოქმედ რეგულაციებს. მადრიდის „რეალი“ იმედოვნებს და სურს, რომ ეს შემდეგი დერბი იქნება საფეხბურთო წვეულება, რომლის რეპუტაციაც არ უნდა შეილახოს მცდარი ინფორმაციით.
- 25 იანვარი 2023
- 1 415
- 1
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.