მოუს მესამე ფორვარდი რონალდო იქნება
ჟოზე მოურინიომ განაცხადა, რომ მხოლოდ 2 ფორვარდით თამაში ძალიან რთულია. გუნდი რაულმა დატოვა, ჟოზემ კი ფლორენტინოს კიდევ 1 თავდამსხმელის შეძენა სთხოვა. გუნდს ჯერ–ჯერობით ამ პოზიციაზე არავინ შეუძენია. ჟოზე მოურინიო თანახმაა გუნდმა მესუთ იოზილი შეიძინოს და ფორვარდად კრისტიანო რონალდო გამოიყენოს.
გუშინ ხორხე ვალდანომ განაცხადა, რომ "რეალი" კიდევ დაიმატებს ფეხბურთელებს, ასევე ვალდანოს თქმით გუნდის დატოვება რამდენიმე ფეხბურთელებსაც მოუწევთ, ასე რომ ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარა ჯერ დახურული არ არის.
ფეხბურთელები, რომლებითაც "სამეფო კლუბი" ინტერესდება, ესენი არიან: ამაური, ჰუგო ალმეიდა, ლუკაკა, მარიო გომესი და ბრაზილიელი ლუის ფაბიანო.
როგორც El Confidencial გვამცნობებს, პორტუგალიელი სპეციალისტი ფორვარდს აღარ დაიმატებს, მისი მესამე თავდამსხმელი რონალდო იქნება, როცა საჭირო იქნება, კრისტიანო ცენტრალური თავდამსხმელი იქნება.
შესაძლოა გუნდმა გერმანელი ახალგაზრდა, მესუთ იოზილი შეიძინოს. მესუთის შეძენა ჟოზეს ძალიან სურს. გერმანელით ინტერესდება "ბარსა", "ჩელსი" და "მანჩესტერ იუნაიტედი".
ინფორმაციის წყარო defensacentral.com
- 13 აგვისტო 2010
- 1 384
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.