ალვაროს დებიუტი და განადგურებული ჩილე

როგორც იცით, კოლუმბიაში, სამხრეთ ამერიკის 20 წლამდელთა ჩემპიონატი მიმდინარებს.

აღნიშნულ ტურნირზე „რეალ მადრიდ კასტილია“ 2 ფეხბურთელითაა წარმოდგენილი. 18 წლის ალვარო როდრიგესი ურუგვაის ღირსებას იცავს, ხოლო ნიკო პასი არგენტინელთა ნახევარადცვას ამაგრებს.

ჯგუფური ეტაპის პირველ მატჩში, ურუგვაელებმა 3 უპასუხო გოლი გაუტანეს ჩილეს. რაულის გუნდის თავდამსხმელი საწყისი წუთებიდან ირჯებოდა სადებიუტო შეხვედრაში და ის მხოლოდ 63-ე წუთზე შეცვალა მწვრთნელმა. ბროლის შეგირდები მომდევნო პაექრობა 25 იანვარს, ვენესუელას წინააღმდეგ ჩაატარებენ.

რაც შეეხება მაშერანოს დარიგებულ კოლექტივს, მათი ასპარეზობა კრიტიკას ვერ უძლებს. 2 ტურის თავზე, ახალგაზრდა „ალბისელესტელები“ 0 ქულას მოითვლიან. მათ ჯერ „პარაგვაისთან“ განიცადეს მარცხი (2-1), შემდეგ ბრაზილიასთან (1-3). აღსანიშნავია, რომ პირველ შემთხვევაში ნიკოლას პას მარტინესი ძირითად შემადგენლობაში ირჯებოდა და მოედანზე 59 წუთი გაატარა, „სელესაოსთან“ დაპირისპირებაში კი, მეორე ტაიმის განახლებისთანავე ჩაერთო საქმეში.

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 მბაპე 25
2 მურიქი 23
3 ბუდიმირი 17
4 ფერანი 16

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

საიტის არქივი:

ივნისი 2026 (95)
მაისი 2026 (171)
აპრილი 2026 (212)
მარტი 2026 (293)
თებერვალი 2026 (308)
იანვარი 2026 (279)