„ლივერპულის“ გულისწყრომა „რეალს“
ჩემპიონთა ლიგის განვლილი სეზონის ფინალისტები, ამჯერად, ტურნირის მერვედფინალურ სტადიაზე იპაექრებენ.
21 თებერვალს, ნაცნობი მეტოქეების ჯახს ლივერპული უმასპინძლებს, ხოლო 3 მარტს, „წითლებისა“ და „თეთრების“ დუელი მადრიდში გაიმართება.
როგორც ცნობილია, „სანტიაგო ბერნაბეუზე“ მიმდინარე რეკონსტრუქციის გამო, სტუმარ კლუბს 1800 ბილეთი ერგება (ამჟამინდელი ტევადობის მხოლოდ 5%), რაც „ლივერპულში“ ძალიან ეცოტავებათ. მათი გულშემატკივრები სოციალურ ქსელში გულსწყრომას გამოთქვამენ „რეალის“ მიმართ.
ინფორმაციისათვის, მომავალი მადრიდული დერბისთვის, რომელიც „კოპა დელ რეის“ ეგიდით გაიმართება, „ატლეტიკოს“ ფანებისათვის მხოლოდ 341 ადგილია გათვალისწინებული.
- 24 იანვარი 2023
- 1 157
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.