„რეალსა“ და „შახტარს“ შორის კომუნიკაცია შედგა
ბრაზილიელ ფეხბურთელს „რეალ მადრიდ კასტილიაში“ ყოფნის ვადა 30 ივნისს ეწურება.
ვინისიუს ტობიასი მადრიდელთა რიგებს განვლილი წლის აპრილში შეუერთდა. როგორც იცით, უკრაინაში მიმდინარე რუსეთის ინტერვენციის გამო, „ფიფამ“ ადგილობრივ კლუბებს ფეხბურთელების გასხვისების საშუალება მისცა და „შახტარიდან“ რაულმა წამოიყვანა განაპირა მცველი.
„ჩვენ „რეალთან“ გავაფორმეთ იჯარის ხელშეკრულება, გამოსყიდვის უფლებით. 1 თვის წინ ესპანელებს დავუკავშირდით იმის გასაკვევად, თუ რა გეგმა ჰქონდათ სამხრეთ ამერიკელ მოთამაშესთან დაკავშირებით, ვინაიდან მისი დაბრუნება გვსურს. კლუბის წარმომადგენლემა გვითხრა, რომ „ბლანკოსი“ გადაწყვეტილებას სეზონის დასრულებამდე მიიღებს“ - აღნიშნა დონეცკური კლუბის გენერალურ დირექტორმა სერგეი პალკინმა.
ესპანური პრესის ცნობით, მადრიდელები სერიოზულად ფიქრობენ ვინისიუსის „რეალში“ დატოვებაზე. მან მნიშვნელოვანი პროგრესი განიცადა „ელ კაპიტანოს“ დაქვემდებარებაში და მეტიც, რამდენიმე დღის წინ, მთავარი გუნდის განაცხადშიც კი მოხვდა („ვილიარეალთან“ მატჩის).
- 24 იანვარი 2023
- 702
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.