ზიდანს „რეალში“ მსოფლიოს 2 ვარსკვლავი გადაჰყავს
ზინედინ ზიდანი მადრიდის „რეალის“ ინტერესების გატარებას აგრძელებს. ლეგენდარული ფრანგი სატრანსფერო პოლიტიკაშია ჩარეული და „ბლანკოსი“ 2 ვარსკვლავის გადაყვანაზე მუშაობს...
ენდრიკ ფელიპეს სამეფო კლუბში ტრანსფერი ფლორენტინო პერესმა რონალდო ნაზარიოს და რობერტო კარლოსს მიანდო, ჯუდ ბელინგემისა და ერლინგ ჰოლანდის შეთანხმებები კი ზინედინ ზიდანმა უნდა სრულჰყოს.
არსებული ინფორმაციით, ფრანგი ინდივიდუალურ კავშირებს იყენებს და ორივე მოთამაშეშესთან ინტენსიური მოლაპარაკებები აქვს.
ზიზუს გეგმის მიხედვით, ბელინგემი „მერენგების“ რიგებს მომდევნო ზაფხულს, ხოლო ერლინგ ჰოლანდი 2024 წლის ზაფხულში უნდა შეუერთდეს.
პერესს სჯერა, რომ ზინედინ აღნიშნული მოლაპარაკებების წარმატებით დასრულება შეუძლია.
„Chafarderias“-ის ცნობით, ზიზუ დაწყებულ საქმეს არც მაშინ დაასრულებს, თუ „იუვენტუსს“ ჩაიბარებს.
- 23 იანვარი 2023
- 8 032
- 1
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.