კამავინგას მიმართ ნდობა იზრდება
ორელიან ჩუამენის ტრავმამ ედუარდო კამავინგას სასტარტო შემადგენლობისკენ გაუხსნა გზა...
აღსანიშნავია, რომ ფრანგმა მოთამაშემ „სან მამესზე“ 21 დაცვითი მოქმედება განახორციელა და მოედანზე ერთ-ერთი საუკეთესო იყო.
კამავინგამ ამ სეზონში ყველა ტურნირზე უკვე 27 დაპირისპირება გამართა და მის ანგარიშზე 1100 წუთზე მეტია. ის აუცილებლად გაიმეორებს შარშანდელ შედეგს, მაშინდელი მაჩვენებელი 40 მატჩი და 1700 წუთი იყო.
ანალიტიკოსების აზრით, ედუო სეზონის ბოლოს მინიმუმ 2500 წუთიანთა კლუბში იქნება და 40 მატჩიან მაჩვენებელსაც გააუმჯობესებს.
ანჩელოტი თვლის, რომ ახალგაზრდა ნახევარმცველს გაცილებით დიდი პერსპექტივა აქვს და ის შესაძლებლობებს აუცილებლად დაამტკიცებს.
- 23 იანვარი 2023
- 844
- 1
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.