ანჩელოტი: „მე ის ძალიან მიყვარს“
კარლო ანჩელოტიმ „ატლეტიკის“ დამარცხების შემდეგ პრესკონფერენცია გამართა.
„როტაცია მოედნის ცენტრში როგორც რისკი? ასე არ ვფიქრობ. საჭიროა ყველას მოტივირება. „ვილიარეალთან“ ჩატარებული თამაშის გათვალისწინებით, კამავინგა და სებალიოსი იმსახურებდნენ საქმეში ყოფნას. კროოსისათვის დასვენება იყო აუცილებელი. ლუკას კი, საწყისი წუთებიდან შეეძლო ასპარეზობა, თუმცა სათადარიგოზე დავტოვე. გუნდმა საიმედოდ იასპარებზა უკანა ხაზში.“
„განვლილი შეხვედრებიდან სწორი დასკვნები გამოვიტანეთ. „ატლეტიკმა“ დიდი ინტენსიურობით ითამაშა. სწრაფმა გოლმა მნიშვნელოვანი დახმარება გაგვიწია. კმაყოფილი ვარ დაცვაში ჩვენი მოქმედებებით.“
„ვინი დიდებული ფეხბურთელია და საკმაოდ სენსიტიური პერსონა. მართალია, რომ ყველა მის წინააღმდეგ არის - მეტოქე, მათი ქომაგები და ზოგჯერ მსაჯებიც. მას ხშირად ხვდება ფეხებში. ბრაზილიელი გარკვეული კომპონენტების გაუმჯობესებას საჭიროებს, თუმცა ამდენი უხეშობა მეტად დამთრგუნველია. მას უყვარს ფეხბურთის თამაში. არის მომენტი, როდესაც კონცენტრაციას კარგავს, მაგრამ ჯერ ძალიან ახალგაზრდაა. მე ის ძალიან მიყვარს და ყველასგან მოვითხოვ პატივისცემას.“
„ნაჩო არის ფეხბურთელი, რომელსაც დაცვის ნებისმიერ რგოლში შეუძლია შედეგის დადება. ფერნანდესი სამაგალითო პროფესიონალია და ვფიქრობ, ყველსას უნდა, რომ ჰყავდეს ასეთი თანაგუნდელი.“
„ამ სტადიონზე ყოველთვის რთულია ბურთაობა. განვლილ სეზონშიც მოვახერხეთ 3 ქულის აღება, თუმცა სათასო ფორმატში მეტოქემ გვაჯობა. აქაური ატმოსფერო შთამბეჭდავი და რთულია.“ ვფიქრობ, შედეგიანი დაპირისპირება ჩავატარეთ. 90 წუთის განმავლობაში ვიბრძოდით.“
„ა და ბ გუნდი? არ ვიცი რაზე საუბრობთ. ჩვენ ყოველ 3 დღეში გვიწევს მოედანზეე გასვლა და ჩვენი გეგმაა გამარჯვების მოპოვება.“
- 23 იანვარი 2023
- 3 669
- 2
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.