რიბერი იქნება, ანატოლი არა
მიუნხენის ბაიერნის მთავარმა მწვრთნელმა, ლუის ვან გაალმა განაცხადა, რომ ფრანგი ფეხბურთელი, ფრანკ რიბერი რეალის წინააღმდეგ ითამაშებს, მაგრამ ანატოლი ტიმოსჩუკი ვერ შეძლებს "ბლანკოსის" წინააღმდეგ მატჩის ჩატარებას...
"მე ვნახე ჰოლანდიისა და უკრაინის ეროვნულ ნაკრებთა მატჩები, სადაც ანატოლი გამოდიოდა. ასევე შევძელი ბუნდესნაკრებისა და დანიის ეროვნული გუნდის მატჩის ნახვაც, სადაც მარიო გომესი და ტონი კროსი გამოდიოდნენ. ეს თამაშები სულ ცოტა ხნის წინ გაიმართა, ამიტომ ისინი "რეალთან" არ ითამაშებენ."
"რიბერის შემთხვევაში ყველაფერი წესრიგშია, იგი 100 %-ით არის მზად მოედანზე გასასვლელად და ესპანელთა წინააღმდეგ სათამაშოდ, მე მას აუცილებლად გამოვიყენებ."
- 13 აგვისტო 2010
- 1 465
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.