„რეალმა“ „ბაიერნის“ ვარსკვლავისთვის 90 მილიონი გაამზადა!
მადრიდის „რეალი“ 2023 წლის ზაფხულის სატრანსფერო გეგმებზე სერიოზულად მუშაობს...
გავრცელებული ინფორმაციით, ფლორენტინო პერესი ალფონსო დეივისის სანაცვლოდ 90 მილიონ ევროს იხდის და ეს თანხა გამზადებულიც აქვს.
„რეალში“ ფიქრობენ, რომ დეივისის ტრანსფერი დაცვის მარცხენა ფლანგზე ყველა პრობლემას მოხსნის და მოთამაშეზე მრავალწლიანი გათვლის გაკეთება შეიძლება.
იმ ფონზე, რომ სეზონის ბოლოს ფერლან მენდის აბარგება სურს, „ბლანკოსი“ მის სანაცვლოდ მინიმუმ 50 მილიონ ევროს მიიღებს, რაც ალფონსოში დიდი თანხის გადახდას უფრო მარტივს გახდის.
იმ შემთხვევაში, თუ სატრანსფერო შეთანხმება შედგება, დეივისი „რეალს“ საკუთარ თავს 2029 წლის 30 ივნისამდე დაუკავშირებს და მისი გამოსასყიდი ფასი 1 მილიარდ ევროს მიაღწევს.
- 19 იანვარი 2023
- 5 817
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.