გადაწყვეტილება მიღებულია - კროოსი, ბენზემა, ლუკა მოდრიჩი!
ესპანური გამოცემების ცნობით, მადრიდის „რეალს“ ტონი კროოსთან, ლუკა მოდრიჩთან და კარიმ ბენზემასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიღებული აქვს...
ამ უკანასკნელის კონტრაქტი მზადაა და მხოლოდ ფორმალური ნაწილია დარჩენილი. ფრანგი ფორვარდი „ბლანკოსში“ კიდევ 1 წლით დარჩება და 2024 წლის 30 ივნისამდე დაიცავს სამეფო კლუბის ღირსებას.
რაც შეეხება მოდრიჩს. ხორვატი პოზიციას ღიად აფიქსირებს, მისი ოცნება კარიერის „მერენგების“ რიგებში დასრულებაა. თავის მხრივ, ფლორენტინო პერესმაც გადაწყვიტა, რომ მოდრიჩს კიდევ 1 წლით გაუხანგრძლივოს და ახალ ბერნაბეუზე ასპარეზობის საშუალება მისცეს.
და ბოლოს, ტონი კროოსის მომავალი ბურუსით არის მოცული. არაოფიციალური ინფორმაციით, „რეალმა“ გერმანელს კონტრაქტი შესთავაზა და „დედლაინი“ მისცა. თუ ტონის დარჩენა სურს ახალი ხელშეკრულება მზად არის, სხვა შემთხვევაში კი „ბლანკოსი“ მას სეზონის ბოლოს დიდებულ გაცილებას მოუწყობს.
- 19 იანვარი 2023
- 9 814
- 1
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.