„რეალი“ და „კოპა დელ რეი“

მადრიდის „რეალის“ არცთუ ისე კარგი ურთიერთობა აკავშირებს ესპანეთის სამეფო თასთან.

ისტორიის განმავლობაში „ბლანკოსმა“ 19-ჯერ იზეიმა „კოპა დელ რეის“ ოქროს მედალი, ბოლოს კი, აღნიშნული ტურნირის კვარცხლბეკზე 2014 წელს ავიდა, როდესაც „მესტალიაზე“ გამართულ ფინალში, 2-1 სძლია „ბარსელონას.“ გულშემატკივრებს კარგად ახსოვთ გარეთ ბეილის რეიდი და შესანიშნავი გოლი კატალონიელების კარში. მაშინაც კოლექტს იტალიელი დამრიგებელი ედგა სათავეში.

მიმდინარე ფორმაციის „რეალში“ მხოლოდ 5 ფეხბურთელს აქვს „ლა კოპას“ ტრიუმფში მონაწილეობა მიღებული. ესენი არიან: ბენზემა, ლუკას ვასკესი, კარვახალი, მოდრიჩი და ნაჩო.

აღნიშნული სეზონის შემდეგ, „რეალი“ ერთხელ იყო ახლოს გათამაშების ფინალთან. 2020/21 წლებში, „თეთრები“ ნახევარფინალურ სტადიაზე „ბალუგრანასთან“ დამარცხდნენ.

დანარჩენ წლებში მადრიდელები ისეთმა კლუბებმა გამოთიშეს „კოპა დელ რეიდან,“ როგორებიც არიან: „კადისი,“ „ალკოიანო,“ „ატლეტიკო,“ „სელტა,“ „ლეგანესი,“ „რეალ სოსიედადი“ და „ატლეტიკი.“

ხვალ, ანჩელოტის შემადგენლობა „ვილიარეალს“ დაუპირისპირდება და მეოთხედფინალის საგზურის მოპოვებას ეცდება.


1

18 იანვარი 2023 23:56

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 1 706
ეს მომენტი ცალკე სამყაროა

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

№ ფეხბურთელი
გოლი
1 რაფინია 12
2 მბაპე 7
3 იამალი 7
4 კამელიო 4

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

მთვლელები

საიტის არქივი:

ოქტომბერი 2026 (55)
სექტემბერი 2026 (194)
აგვისტო 2026 (219)
ივლისი 2026 (279)
ივნისი 2026 (203)
მაისი 2026 (171)