ბენზემას საშიში მარტოობა

სეზონის განახლების შემდეგ, კარიმ ბენზემამ სრულად აიღო პასუხისმგებლობა „რეალის“ შეტევით პოტენციალზე.

მსოფლიოს ჩემპიონატის დაწყებამდე, „ოქროს ბურთის“ მოქმედი გამარჯვებულის კონდიციები არცთუ ისე დამაკმაყოფილებელი იყო, რის გამოც, ფეხბურთელი მოედანზე ვერ ახერხებდა შესაძლებლობების ბოლომდე გამოვლენას. მას საერთო ჯამში 8 თამაში გაუცდა. აღნიშნულ პერიოდში, გუნდის შედეგიანობაზე ზრუნვა სხვა ფეხბურთელებმა აიღეს - ვინისიუსი 10 გოლი, ვალვერდე - 8, როდრიგო - 7, მოდრიჩი - 5, ასენსიო და მილიტაო 3-3, ლუკასი და რუდიგერი 2-2, აზარი და კროოსი 1-1.

სიტუაცია რადიკალურად შეიცვალა 30 დეკემბრიდან, როდესაც „ცხრიანი“ ასპარეზზე დაბრუნდა. მან იქამდე გატანილ 6 გოლს, კიდევ 5 დაუმატა და შემადგენლობის საუკეთესო ბომბარდირის სტატუსი დაიბრუნა, თუმცა პარალელურად, თანაგუნდელებს გაუმრუდდათ სამიზნე. უფრო კონკრეტულად, ბოლო 5 დაპირისპირებაში (2 ლა ლიგაზე, 1 კოპა დელ რეიზე და 2 სუპერ თასზე) „ბლანკოსმა“ 6-ჯერ აიღო (3 პენალტი) მეტოქის კარი და კარიმის გარდა, მხოლოდ როდრიგომ გამოიჩინა თავი („კასერენიოს“ წინააღმდეგ).

რა თქმა უნდა, ბენზემას ფორმაში დაბრუნება სასიხარულოა, მაგრამ მისი „მარტოობა“ მეტად საშიშია კლუბის არსებული მდგომარეობის გათვალისწინებით.

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ლევანდოვსკი 14
2 ვინისიუსი 8
3 აიოზე 7
4 რაფინია 6

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

საიტის არქივი:

ნოემბერი 2024 (227)
ოქტომბერი 2024 (334)
სექტემბერი 2024 (311)
აგვისტო 2024 (90)
ივნისი 2024 (306)
მაისი 2024 (385)