რა ალტერნატივა აქვს ანჩელოტის „ვილიარეალის“ წინააღმდეგ?
ესპანეთის სუპერ თასი უკვე წარსულს ჩაბარდა და გუნდის წინაშე სხვა გამოწვევები დგას.
19 იანვარს, „რეალი“ „კოპა დელ რეის“ მერვედფინალის ფარგლებში „ვილიარეალს“ დაუპირისპირდება. შეხვედრა „ლა სერამიკაზე“ გაიმართება და მადრიდელებს შეცდომის დაშვების უფლება არ აქვთ, წინააღმდეგ შემთხვევაში მორიგ ტურნირს დაემშვიდობებიან.
კარლო ანჩელოტი დიდი ყურადღებით უდგება მომავალ თამაშს. მის გონებაში ახლა არა ერთი აზრი და იდეა მუსირებს, მაგრამ ფაქტი ერთია - იტალიელ დამრიგებელს სასტარტო შემადგენლობაში გარდატეხის შეტანა მართებს. მისმა რჩეულმა თერთმეტეულმა „ბარსელონას“ წინააღმდეგ არ გაამართლა.
არსებული სიტუაციიდან გამომდინარე მთავარ მწვრთნელს ფართო არჩევანი არ აქვს. AS-ში ფიქრობენ, რომ მან როდრიგოზე, ნაჩოზე, სებალიოსსა და ასენსიოზე უნდა გააკეთოს არჩევანი.
ბრაზილიელი შემტევი „რეალის“ მე-12 მოთამაშის სტატუსით სარგებლობს. ხშირ შემთხვევაში მის პოზიციაზე ფედერიკო ვალვერდე ირჯება, თუმცა, სამწუხაროდ, მუნდიალიდან დაბრუნებული „ფალკონი“ საკუთარ თავს არ ჰგავს. სეზონის პირველ ნახევარში ურუგაველი საუკეთესო იყო მადრიდელთა რიგებში. გოეშმა გატანილი გოლით „კასერენიოსთან“ მოაგებინა „თეთრებს.“ ის უკვე 8 შედეგიან დარტყმასა და 5 გადაცემას მოითვლის და ძალიან ახლოს არის წინა სეზონის რეკორდი გაუმჯობესაბასთან (9 გოლი და 10 ასისტი).
ფერნანდესმა ნახევარფინალისგან განსხვავებით, „სუპერკოპას“ ფინალი სათადარიგოთა სკამზე დაიწყო. რუდიგერის არასაიმედო ასპარეზობის ფონზე, მისი ძირითაში დაბრუნების საკითხი სულ უფრო აქტუალური ხდება. ამ დროისათვის ესპანელი მხოლოდ 642 წუთს ითვლის საქმეში.
მალიორკელ ფეხბურთელს ნაჩოს მსგავსად, ხშირად არ უწევს მოედანზე გასვლა. მარკო საშუალოდ ყოველ 100 წუთში მონაწილეობს გოლში (3 ბურთი და 3 ასისტი). ასენსიომ წინა წლის მარტიდან მნიშვნელოვნად მოუკლო თამაშს, თუმცა შანსს აუცილებლად იმსახურებს.
მარიანოს, ოდრიოზოლას, მარიანოსა და აზარის შემდეგ, სებალიოსს ყველაზე ნაკლები დრო აქვს გატარებული მოედანზე. მან „ბარსელონასთან“ პაექრობაში ლუკა მოდრიჩის შეცვალა მეორე ტაიმში. დანიელს მუნდიალზე მონაწილეობა არ მიუღია და შესაბამისად, მისი ფიზიკური კონდიციები ბევრად ჯანსაღია.
და ბოლოს, ესპანეთში ფიქრობენ, რომ ლუკას ვასკესის ტრავმისა და ოდრიოზოლასადმი უნდობლობის გათვალისწინებით, დადგა დრო, პირველ გუნდში დებიუტის შანსი მიეცეს ვინისიუს ტობიასს. „შახტარიდან“ იჯარის საფუძველზე მოყვანილი მარჯვენა მცველი, რაულის პირობებში დიდ პროგრესს განიცდის.
- 17 იანვარი 2023
- 1 058
- 7
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.