მთელი ყურადღება ანტონიო პინტუსზე
ბოლო დროს განვითარებული მოვლენებიდან გამომდინარე, სამეფო კლუბში მართლაც რომ დიდი სამუშაოებია ჩასატარებელი.
პირველ რიგში მთელი ყურადღება ანტონიო პინტუსისკენაა მიმართული, რომელიც პასუხისმგებელია გუნდის ფიზიკურ კონდიციებზე. იტალიელი სპეციალისტისთვის, ტრადიციულად, იანვრის თვე ყველაზე რთულია, თუმცა უკვე თებერვლიდან, მისი გეგმა მოქმედებაში სრულად მოდის და სეზონის ყველაზე მნიშვნელოვან ნაწილს, მადრიდელი ფეხბურთელებიც მოწოდების სიმაღლეზე ხვდებიან, რაც ტიტულებში ისახება. ამის ნათელია დასტურია ჩემპიონთა ლიგის შარშანდელი პლეიოფები და ფიზიკურ ასპექტში „რეალის“ უაპირატესობა მეტოქეებთან შედარებით.
პინტუსის პირობებში, წელიწადის პირველ თვეს, „ბლანკოსს“ 35 შეხვედრაში აქვს მონაწილეობა მიღებული და აქედან, მხოლოდ 20 შემთხვევაში მოახერხეს გამარჯვების მოპოვება.
ცხადია, ანტონიო ძალისხმევას არ დაიშურებს, რომ ანჩელოტის შეგირდები ამჟამინდელი მდგომარეობიდან გამოიყვანოს, მაგრამ „თეთრებმა“ უკვე დათმეს 1 ტიტული „სუპერკოპას“ სახით და მომდევნო მატჩებიც არანაკლებ რთული იქნება.
- 17 იანვარი 2023
- 775
- 4
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.