ვინისიუსის მშრალი სერია და ყველაზე მეტი ჯარიმა
ბრაზილიელმა შემტევმა „ბარსელონას“ წინააღმდეგ 90 წუთი იასპარეზა.
ბოლოს, ვინისიუს ჯუნიორმა 11 ნოემბერს გაიტანა „რეალის“ მაისურით. მას შემდეგ, ფეხბურთელმა 6 შეხვედრაში („რაიო,“ „კადისი,“ „ვალიადოლიდი,“ „ვილიარეალი,“ „ვალენსია“ და „ბარსელონა“) მიიღო მონაწილეობა (საერთო ჯამში 571 წუთი), მაგრამ სამიზნეს გასწორება ვერ მოახერხა.
განვლილ შეხვედრაში ვინი ტერ შტეგენის კარს საერთოდ არ დამუქრებია. მისი 5 დრიბლინგიდან მხოლოდ 2 გამოდგა წარმატებული. „ბარსას“ მოთამაშეები კი, 3-ჯერ დაჯარიმდნენ მასზე. მადრიდელს პერსონალურად მეურვეობდა არაუხო და შეიძლება ითქვას, დიდი წვლილი მიუძღვის სამხრეთ ამერიკელის განეიტრალებაში.
AS-ის ინფორმაციით, მიმდინარე სეზონში, პრიმერა დივიზიონის მასშტაბით, ფეხბურთელებმა ყველაზე მეტჯერ ვინისიუსთან თამაშისას დაარღვიეს თამაშის წესები. უფრო კონკრეტულად, მეტოქეებმა 53-ჯერ შეაჩერეს „რეალის“ ვარსკვლავი არკძალული ხერხით, თუმცა ჯერ-ჯერობით, მათ ქმედებას პენალტი არ მოჰყოლია. წინა სეზონში, ფეხბურთელმა 5-ჯერ მოუპოვა თერთმეტმეტრიანი გუნდს.
ასევე საინტერესოა, რომ აღნიშნული 53 „ფოლიდან,“ მსაჯებმა მხოლოდ 9-ჯერ გამოიყენეს ყვითელი ბარათი. ამ კომპონენტში იაგო ასპასი გაცილებით დაცულია. „სელტას“ ფორვარდმა 10 შემთხვევაში შეძლო მეტოქის გაყვითლება.
- 17 იანვარი 2023
- 747
- 5
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.