ედენ აზარი და „ელ კლასიკო“
ბელგიელმა ფეხბურთელმა თანაგუნდელების მსგავსად „სუპერკოპას“ ფინალის დასრულების შემდეგ ვერცხლის მედალი მიიღო.
ედენ აზარი მადრიდელთა რიგებს 2019 წელს შეუერთდა. კლუბმა კრიშტიანუ რონალდუს პოტენციურ შემცვლელში ასტრონომიული თანხა გადაიხადა და შეიძლება ითქვას, ტყუილ-უბრალოდ.
რაც „შვიდიანი“ „რეალის“ ფეხბურთელია, გუნდმა 9 დაპირისპირება გამართა „ბარსელონას“ წინააღმდეგ და საგულისხმოა, რომ მას არცერთხელ მიუღია მონაწილეობა ისტორიულ მეტოქესთან შერკინებაში. თავდაპირველად, ედენი ტრავმების გამო უქმობდა, თუმცა ბოლო პერიოდში, მწვრთნელი პირადი გადაწყვეტილების საფუძველზე არ აძლევს მას თავის გამოჩენის საშუალებას „ელ კლასიკოში,“ რაც კიდევ ერთხელ დადასტურდა რამდენიმე დღის წინ.
აზარი არა ერთხელ დაჰპირდა მადრიდისტებს ძველი ფორმის დაბრუნებას, თუმცა, სამწუხაროდ, დრო გადის და მისი სიტყვა კი, შეუსრულებელი რჩება.
მიმდინარე სეზონში ერთ დროს მოკაშკარე ვარსკვლავმა მხოლოდ 7 მატჩში მიიღო მონაწილეობა. მისი სათამაშო დრო 297 წუთით შემოიფარგლება.
- 17 იანვარი 2023
- 3 795
- 2
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.