„რეალი“ 5 სუპერვარსკვლავში 300 მილიონზე მეტს დახარჯავს!
მიუხედავად იმისა, რომ კარლო ანჩელოტის მხრიდან ფეხბურთელების შეძენაზე მოთხოვნა დიდია, მადრიდის „რეალის“ ხელმძღვანელობა სიმშვიდეს ინარჩუნებს და მიაჩნია, რომ კლუბმა აქტიური სატრანსფერო პოლიტიკა 2023 წლის ზაფხულში უნდა აწარმოოს და არა ახლა...
სამეფო კლუბში ფინანსური სტაბილურობის მხრივ არანაირი პრობლემა არ არის. ესპანური გამოცემების ცნობით, პერესი 5 სუპერვარსკვლავში 300 მილიონ ევროზე მეტს დახარჯავს და ამით რესურსს მნიშვნელოვნად გაზრდის, როგორც დაცვაში, ასევე ნახევარდაცვასა და შეტევაში.
ფაქტობრივად გადაწყვეტილია, რომ „ბლანკოსში“ დაცვის ორივე ფლანგზე ახალი მოთამაშეები გამოჩნდებიან, გარდა ამისა ინტენსიური მუშაობა მიმდინარეობს ნახევარდაცვის გაძლიერებაზე, სადაც მთავარ კანდიდატად ბელინგემი განიხილება, პერესს შეტევის გაძლიერების პერსპექტივაც ხიბლავს და მიიჩნევს, რომ რაფაელ ლეაოსთან ერთად გამოკვეთილია რამდენიმე კარგი წინახაზელი, რომელსაც „ბლანკოსის“ სტანდარტების დაკმაყოფილება შეუძლია.
ზაფხულში დღის წესრიგში კვლავ დადგება მბაპეს საკითხი, მაგრამ ამ მხრივ სიახლეებს ნაკლებად უნდა ველოდოთ.
- 17 იანვარი 2023
- 1 812
- 2
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.