„ატლეტიკი“ სერიოზული პრობლემებით ხვდება „რეალთან“ მატჩს
სამეფო კლუბი პრიმერა დივიზიონის მიმდინარეობაში კვირას ჩაერთვება.
ანჩელოტის შეგირდები „სან მამესს“ ესტუმრებიან, სადაც მათი მეტოქე ადგილობრივი „ატლეტიკი“ იქნება.
საგულისხმოა, რომ „რეალის“ მსგავსად (ჩუამენი, ვასკესი და ალაბა) ბილბაოელებსაც სერიოზული საკადრო პრობლემებით მოუწევთ თამაში. ვალვერდეს განკარგულებაში არ ეყოლება 2 ცენტრალური მცველი. ინიგო მარტინესი ტრავმირებულია და გამოსაჯანმრთელებლად გარკვეული პერიოდი სჭირდება, ხოლო იერაი ალვარესი წინა ტურში („რეალ სოსიედადთან“) მიღებული წითელის გამო, ესოდენ მნიშვნელოვან დაპირისპირებას გამოტოვებს.
- 17 იანვარი 2023
- 527
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.