პერესს რუდიგერთან პრეტენზიები აქვს

გერმანელი ფეხბურთელი განვლილ ზაფხულს, „ჩესლსიდან“ შეუერთდა სამეფო კლუბს.

El Nacional-ის ინფორმაციით, „რეალის“ პრეზიდენტი შეშფოთებულია ანტონიო რუდიგერის თამაშის ხარისხით და ნანობს მის გუნდში მოყვანას. მეტიც, ფლორენტინო პერესმა უკვე დაიწყო ფიქრი მოთამაშის შემცვლელზე და 2 კანდიდატიც ჰყავს - მილან შკრინიარი და პაუ ტორესი.

„ბლანკოსის“ პირველი პირის პრეტენზიები ტონის მიმართ, ნამდვილად ობიექტურია, ეს უკანასკნელი ახალ კლუბში ვერ ახერხებს სათანადო დონეზე თამაშს. მან არა ერთი მატჩის შემდეგ მიიღო კრიტიკული შეფასება და გამონაკლისი არც „სუპერკოპას“ ფინალში გამართული „ელ კლასიკო“ გამოდგა.

შკრინიარი 2017 წლიდან „ინტერის“ ღირსებას იცავს. ის გამოირჩევა ფიზიკური კონდიციებით, მეორე სართულზე ბრძოლით და სერია ა-ში ერთ-ერთი საუკეთესოა აღნიშნულ პოზიციაზე.

რაც შეეხება პაუ ტორესს, ესპანელი „ვილიარეალის“ რიგებს ამაგრებს და ბოლო წლების განმავლობაში მისი გვარი არა ერთხელ დაუკავშირეს დედაქალაქურ გრანდს.

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ლევანდოვსკი 14
2 ვინისიუსი 8
3 აიოზე 7
4 რაფინია 6

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

საიტის არქივი:

ნოემბერი 2024 (245)
ოქტომბერი 2024 (334)
სექტემბერი 2024 (311)
აგვისტო 2024 (90)
ივნისი 2024 (306)
მაისი 2024 (385)