AS-მა გაარკვია - ვისი იდეა იყო კაზემიროს გაყიდვა?
განვლილ ზაფხულს, ყველასაგან მოულოდნელად კლუბი დატოვა კაზემირომ.
ბრაზილიელმა ნახევარმცველმა „მანჩესტერ იუნაიტედს“ მიაშურა, სადაც წარმატებით ასპარეზობს. „რეალმა“ კი, მისი ტრანსფერით დიდად იხეირა.
AS-ის ინფორმაციით, კარლო ანჩელოტის გეგმებში სულაც არ შედიოდა თავის პოზიციაზე ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელის გასხვისება. მეტიც, ის მოედნის ცენტრში კაზემიროსა და ჩუამენის ტანდემის ჩამოყალიბებას აპირებდა, თუმცა სხვა აზრზე იყო კლუბის ხელმძღვანელობა. ისინი ფიქრობდნენ, რომ ასაკიდან გამომდინარე, კარგი დრო იყო მოთამაშის სარფიანად გაყიდვის.
- 16 იანვარი 2023
- 5 090
- 2
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.