„რეალის“ განრიგი მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატამდე

სამეფო კლუბი მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატის მიმდინარეობაში 8 თებერვლიდან ჩაერთვება, მანამდე კი, ანჩელოტის შეგირდებს საკმაოდ დატვირთული გრაფიკი აქვთ გასავლელი.

19 იანვარს, მადრიდელები „კოპა დელ რეის“ მერვედფინალური ეტაპის ფარგლებში „ვილიარეალს“ დაუპირისპირდებიან, ხოლო აღნიშნული სტადიის დაძლევის შემთხვევაში, მეოთხედფინალური დაპირისპირება 25 ან 26 იანვარს არის ჩანიშნული.

22 იანვარს, დედაქალაქელები „სან მამესს“ ესტუმრებიან, სადაც ადგილობრივ „ატლეტიკთან“ იპაექრებენ (ლა ლიგის მე-18 ტური).

29 იანვარს, „რეალი“ მონატრებულ „სანტიაგო ბერნაბეუზე“ უმასპინძლებს „რეალ სოსიედადს“ (ლა ლიგის მე-19 ტური).

2 თებერვალს, „თეთრები“ „სუპერკოპას“ გამო გადადებულ პრიმერა დივიზიონის მე-17 ტურის შეხვედრაში მიიღებენ მონაწილეობას. მათი მეტოქე „ვალენსია“ იქნება.

4 ან 5 თებერვალს, მაროკოში გამგავზარების წინ, მოქმედი ჩემპიონი „მალიორკასთან“ ჩაატარებს გასვლით შერკინებას.

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

№ ფეხბურთელი
გოლი
1 რაფინია 12
2 მბაპე 7
3 იამალი 7
4 კამელიო 4

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

მთვლელები

საიტის არქივი:

ოქტომბერი 2026 (55)
სექტემბერი 2026 (194)
აგვისტო 2026 (219)
ივლისი 2026 (279)
ივნისი 2026 (203)
მაისი 2026 (171)