ანჩელოტის 4 ორნამენტი
„ბარსელონასთან“ „სუპერკოპას“ ფინალის წაგების შემდეგ, კარლო ანჩელოტით უკმაყოფილო გულშემატკივართა რაოდენობა მკვეთრად გაიზარდა.
ბოლო წლებს თუ გადავავლებთ თვალს, „რეალის“ ამჟამინდელი შემადგენლობა ყველაზე მოკლეა. იტალიელ დამრიგებელს განკარგულებაში 23 ფეხბურთელია, თუმცა აქედან 4 მათგანი მხოლოდ ორნამენტის ფუნქციას ასრულებს. ამას ემატება ტრავმირებულთა რაოდენობაც (ჩუამენი, ალაბა და ვასკესი) და ვიღებთ 16 აქტიურ ფეხბურთელს.
შეიძლება ითქვას, ანჩელოტიმ ნამდვილად არ სწყალობს აზარს, ვალეხოს, ოდრიოსოლა და მარიანოს. როგორც მოსალოდნელი იყო, აღნიშნულ კვარტეტს სუპერ თასზე თავის გამოჩენის საშუალება არ მისცემია.
არსებული მომენტისათვის, ბელგიელმა შემტევმა მხოლოდ 279 წუთი გაატარა საქმეში. მას პრიმერა დივიზიონის ფარგლებში 11 სექტემბრის შემდეგ არ უასპარეზია, ხოლო უკანასკნელად, ქვედალიგელ „კასერენიოს“ წინააღმდეგ გაისარჯა. რაც დრო გადის, ანჩელოტის სულ უფრო ეკარდება მისდამი ნდობა.
რაც შეეხება დანარჩენ 3 ფეხბურთელს, წლეულს, საერთო ჯამში მათი ასპარეზობის დრო 132 წუთს შეადგენს. დომენიკელმა 5 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა, ხესუსმა მცველმა 2, ხოლო ალვარომ 1.
- 16 იანვარი 2023
- 1 237
- 2
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.