კამავინგას მორიგი კრახი
„სუპერკოპას“ ფინალში კამავინგას სასტარტო თერთმეტეულში გამოჩენა ბევრისთვის მოულოდნელობა იყო.
ფრანგ ნახევარმცველს შანსი მიეცა მეტად მნიშვნელოვან შეხვედრაში შესაძლებლობების გამოვლენისა, თუმცა მისდა სამწუხაროდ, მორიგ ჯერზე განიცადა კრახი. იტალიელმა დამრიგებელმა უკვე მეშვიდედ, შესვენების დროს მიიღო მისი შეცვლის გადაწვეტილება. აღნიშნულ კომპონენტში ედუარდოს ბადალი არ ჰყავს, ვინაიდან მიმდინარე ფორმაციის „რეალში,“ ამდენჯერ არავინ გაუყვანიათ მოედნიდან პირველი 45 წუთის შემდეგ. მსგავსად განვითარდა მოვლენები „ვალენსიას“ წინააღმდეგადაც, სადაც უსახურ ასპარეზობას ყვითელი ბარათიც დაუმატა.
კამავინგას უშუალო წვლილი მიუძღვის ლევანდოვსკის გატანილ გოლში. მისი უყურადღებო და დაგვიანებული მოქმედება ძვირად დაუჯდა გუნდს.
მიმდინარე სეზონში 20 წლის ნახევარმცველმა 25 მატჩში მიიღო მონაწილეობა და მხოლოდ ორ შემთხვევაში იასპარეზა 90 წუთის განმავლობაში („ლაიპციგთან“ და „კასერენიოსთან“ მატჩებში).
- 16 იანვარი 2023
- 1 570
- 4
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.