ვალდანო: "სატრანსფერო ფანჯარა ჩვენთვის არ დახურულა"
მადრიდის "რეალის" გენერალურმა დირექტორმა, ხორხე ვალდანომ, თავისი აზრი გამოთქვა სატრანფერო ბაზარზე ამ ზაფხულს გაკეთებული შენაძენების თემაზე...
მიუხედავად იმისა, რომ კლუბმა გაამაგრა დაცვის ხაზი რიკარდო კარვალიოს სახით, ხორხე ვალდანომ განაცხადა, რომ "რეალმა" შესაძლოა კიდევ ვინმე შეიძინოს.
"ჩვენ თავს კომფორტულად ვგრძნობთ, გუნდი დაკომპლექტებულია, მაგრამ ჩვენთვის სატრანსფერო ფანჯარა, დახურული არ არის. შესაძლოა, იყვნენ ახალი ფეხბურთელები".
შეგახსენებთ, რომ ამ ეტაპზე მადრიდის "რეალი" თავდამსხმელის ძიებაშია.
წყარო:As.com
- 13 აგვისტო 2010
- 1 471
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.