ანჩელოტის პირველი კომენტარი „სუპერკოპას“ წაგების შემდეგ
კარლო ანჩელოტიმ „სუპერკოპას“ წაგების შემდეგ Movistar Plus-ის მიკროფონთან გააკეთა კომენტარი.
„თამაშამდე ყველამ იცოდა, რომ საუკეთესო კონდიციაში არ ვიყავით. რთული მომენტი გვიდგას, მაგრამ მდგომარეობის გასაუმჯობესებლად ძალისხმევა არ უნდა დავიშუროთ. საჭიროა შეცდომების დეტალური გაანალიზება და გამოსწორება. ეჭგვარეშეა, ჩვენ აუცილებლად დავბრუნდებით. ამაში არაფერია კრიტიკული. მსგავსი რაღაცები ხდება სეზონის განმავლობაში.“
„შეიძლება ითქვას, რომ მეტოქეს 2 გოლი ვაჩუქეთ. „ბარსელონამ“ უკეთესად იასპარეზა. სტარტიდანვე წარუმატებლად ვიასპარეზეთ. ვფიქრობ, ჩვენი შემადგენლობიდან არავისთვის იყო კარგი მატჩი.“
„რა თქმა უნდა, წაგებამ გული დაგვწყვიტა, თუმცა უკვე მომდევნო მატჩისათვის უნდა დავიწყოთ მზადება. „რეალში“ ყოველთვის გამარჯვებაზე ფიქრობ.“
„როდესაც 3 გოლს იღებ საკუთარ კარში, ცვლილებების აუცილებლობა დგას დღის წესრიგში. თითქმის ყველა ასპექტში ცუდად გამოვიყურებოდით. უამრავი ორთაბრძოლა დავთმეთ. მხოლოდ საწყის 45 წუთში 25-ჯერ დავკარგე ბურთი, რაც არაფერშ წერია.“
- 16 იანვარი 2023
- 11 525
- 3
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.