ჩავის გეგმა „რეალის“ წინააღმდეგ

კვირას, „სუპერკოპას“ ფინალში „რეალი“ და „ბარსელონას“ დაუპირისპირდებიან ერთმანეთს.

კატალონიელები დიდი მონდომებით ემზადებიან მომავალი პაექრობისთვის, ვინაიდან მათ 2021 წლის შემდეგ ტიტული არ მოუგიათ. ჩავის შეგირდებმა 2022 წელი ყოველგვარი წარმატების გარეშე ჩაატარეს და ახლა კარგი შანსი აქვთ, არსებული მშრალი სერია საუდის არაბეთში დაასრულონ.

AS-ის ინფორმაციით, ოქტომბერში გამართული „კლასიკოსგან“ განსხვავებით, ესპანელი სპეციალისტი გაცილებით ფრთხილი იქნება. ის სასტარტო შემადგენლობაში 4 ნახევარმცველის გამოყვანას აპირებს, რათა უფრო კარგად გააკონტროლის თამაში და საიმედოდ დაიჭიროს ბურთი.

ძირითადში გამოჩნდება სერხიო ბუსკეტსი, რომელიც „რეალ ბეტისთან“ ნახევარფინაულ შერკინებაში მხოლოდ მეორე ნახევრიდან ჩაერთო საქმეში. ამასთანავე, დაცვის ცენტრალურ ნაწილში კუნდეს კრისტიანესი შეუწყვილდება, ხოლო რონალდ არაუხო კი, მარჯვენა ფრთაზე გადაინაცვლებს და პირადად ეცდება ვინისიუს ჯუნიორის განეიტრალებას.

დიდი ალბათობით, სათადარიგოზე დარჩებიან დე იონგი და ანსუ ფატი.


1

14 იანვარი 2023 15:33

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 3 247
ვინისიუსი ისე თამაშობს ახლა მაგის განეიტრალებას რობერტოც მოახერხებს

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ლევანდოვსკი 14
2 ვინისიუსი 8
3 აიოზე 7
4 რაფინია 6

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

საიტის არქივი:

ნოემბერი 2024 (241)
ოქტომბერი 2024 (334)
სექტემბერი 2024 (311)
აგვისტო 2024 (90)
ივნისი 2024 (306)
მაისი 2024 (385)